პროექტის სახელწოდება: ექსკურსია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში.
პროექტის მთავარი იდეა: ამ პროექტის განხორციელებისას მოსწავლეები უფრო
მეტს გაიგებენ აკაკის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა: პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან იგი ხელს
შეუწყობს მოსწავლეებს ექსკურსია გამოიყენონ არა მხოლოდ გართობის და დასვენების საშუალება,
არამედ, როგორც ერთ-ერთი სასწავლო ქმედება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მეტ ინფორმაციას მიიღებენ აკაკის ცხოვრებაზე, უფრო
ღრმად შეისწავლიან მის შემოქმედებას, განუვითარდებათ კვლევის, ინფორმაციის მოძიების,
დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეთა ასაკი-13-14 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა 2-3 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას/ მოსწავლეები დაათვალიერებენ
სახლ-მუზეუმს, გაეცნობიან მუზეუმის საექსპოზიციო მასალებს , გადაიღებენ სურათებს, გამოუშვებენ
კედლის გაზეთს აკაკის ცხოვრების ამსახველი მასალებით, მოაწყობენ პოეზის საღამოს.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეები მეტ-ნაკლებად იცნობენ აკაკის ბიოგრაფიას მის შემოქმედებას, აქვთ ინფორმაციის მოძიების გამოცდილება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: აკაკის თხზულებათა კრებული, კომპიუტერი
ფოტოაპარატი, დიდი ფორმატის ფურცელი, ,აუდიო მასალა.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:
საფეხური1. აქტივობა 1. რა
იცით აკაკის ცხოვრების შესახებ? (მოსწავლეები იხსენებენ ცალკეულ აეპიზოდებს) მოსწავლეებს
ვთხოვ დაასახელონ საშუალებები, რითაც ისინი უკეთ გაეცნობიან მწერლის ცხოვრებას. მათ
შემომთავაზეს ექსკურსია აკაკის სახლ-მუზეუმში.
საფეხური2. აქტივობა
2. გამგზავრებამდე ვატარებ მოსამზადებელ სამუშაოს. მოსწავლეებს ვავალებ ინტერნეტის
საშუალებით მოიძიონ ნებისმიერი ინფორმაცია აკაკის ცხოვრებაზე.
აქტივობა 3 მოსწავლეები
ჯგუფებში მუშაობენ. ისინი მოძიებულ ინფორმაციას თემატურად ალაგებენ (მაგ. აკაკის ბავშვობა,
აკაკი გიმნაზიაში...), აკეთებენ ანალიზს.
საფეხური 3. სახლ-მუზეუმში
მისვლამდე, ტრანსპორტში ისმენენ აკაკის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს.
აქტივობა 5. სახლ-მუზეუმებში,
სავანესა და სხვიტორში ეცნობიან ყოველ დეტალს, ექსპონატს, იქვე აწყობენ იმპროვიზირებულ პოეზიის საღამოს.
საფეხური 4. აქტივობა
6. გაკვეთილზე მსჯელობენ ექსკურსიით მიღებულ
შთაბეჭდილებებზე, აკეთებენ დასკვნებს, ამზადებენ ფოტომასალას კედლის გაზეთისათვის.
კავშირი ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან/ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი:
მარინა ტაბიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: marinatabize36@gmail.com
No comments:
Post a Comment